აბდულაჰ ოჯალანს ოჯახის წევრთან შეხვედრის უფლება მისცეს

14281530_639676152859242_761234041_nბოლო ორი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქეთის ხელისუფლება მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხულ ქურთების მუშათა პარტიის ლიდერს, სამუდამო პატიმრობა მისჯილ აბდულაჰ ოჯალანს ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლებას მისცემს…
გავრცელებული ინფორმაციით, აბდულაჰ ოჯალანი, რომელიც სასჯელს 1999 წლიდან მარმარილოს ზღვის კუნძულ იმრალის ციხეში იხდის, ყურბან ბაირამის დღესასწაულზე (რომელიც 12 სექტემბერს იწყება) ძმას მეჰმედს შეხვდება.
ანალიტიკოსების აზრით, მსგავსი გადაწყვეტილებით თურქეთის ხელისუფლება სადღესასწაულო დღეებში ქურთი სეპარატისტების რადიკალური ფრთის დაშოშმინებას და თავდასხმების თავიდან აცილებას ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიდიდი ცემა-ტყეპა ზუგდიდის „ოცნების“ ოფისში
შემდეგი სტატიარეიგანზე თავდამსხმელი სამკურნალო დაწესებულებიდან გაანთავისუფლეს