აბდესლამმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ის ძმებ ბაკრაუებს არ იცნობს

პარიზის ტერაქტების საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გაჩნდა

17 (2)სალახ აბდესლამმა, რომელიც პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში და მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, ბელგიის პოლიციასთან დაკითხვაზე განაცხადა, რომ ის ძმებ ბაკრაუებს არ იცნობს – ფრანგული Le Mond -ი წერს პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აბდესლამს ორი მამაკაცის ფოტო აჩვენეს, მაგრამ მან თქვა, რომ ის მათ არ იცნობს.
ძმებმა ხალიდ და ბრახიმ ბაკრაუება 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი მოაწყვეს.
ორი აფეთქების შედეგად ბელგიის დედაქალაქში 32 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაშავდა.
სალახ აბდესლამი ბელგიაში დაიბადა, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს. ის 26 წლის არის და 2015 წლის ნოემბრის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება.
გასულ კვირას ის პოლიციამ ბრიუსელში დააკავა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა მესაზღვრეება გადაარჩინეს წყალქვეშა ნავი, რომლითაც 5 ტონა კოკაინი გადაჰქონდათ
შემდეგი სტატიაერდოღანი ბრიუსელს სისუსტეზე მიუთითებს და ურჩევს ტერაქტებიდან დასკვნები გამოიტანონ