აბასთუმნის ტყეში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს

აბასთუმნის ტყეში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. როგორც „თაიმერი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა 1000-ზე მეტი ადამიანის სახით.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, გაიჭრა გზა. ცეცხლის ჩქარობის სამუშაოებში ჩართულია როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ავიაცია. ადგილზე საგანგებო შტაბი მუშაობს.

banner
წინა სტატიაშითვითმმართველობის არჩევნები – თბილისში NDI-ის გრძელვადიანი დელეგაცია ჩამოვიდა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა აბასთუმნის საველე შტაბში თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა და სტრატეგია განიხილა