აბასთუმნის ტერიტორიაზე მეორე დღეა, ექვს ახალგაზრდას ეძებენ

აბასთუმნის ტერიტორიაზე მეორე დღეა, ექვს ახალგაზრდას ეძებენ. ისინი ნაკრძალში სალაშქროდ იყვნენ წასული.

მათი კვალი გუშინ დილით დაიკარგა, როცა ახალგაზრდებს ოჯახის წევრები ვერ დაუკავშირდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის მონაკვეთზე სამძებრო სამუშაოები მეორე დღეა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია 40 მეხანძრე-მაშველი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საფრენ აპარატებს – დრონებსაც იყენებს. ამასთან, მეხანძრე- მაშველებს უკვე რეინჯერებიც ეხმარებიან. სამძებრო ღონისძიებებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს 30 რეინჯერია ჩართული.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი:სახელმწიფო არის ამ საქმეში ჩართული და მისგან უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს
შემდეგი სტატიამდინარაძე: ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია…