აბასთუმანში თუ არის კაპეზე გამიშვან, სუფთა ჰაერზე – გიგი უგულავა სასამართლოში მიიყვანეს

გიგი უგულავა მარნეულიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. ის ამ წუთებში პროცესის დაწყებას ელოდება.

“მარნეული მოვიარე, გამიშვებენ კიდე სადმე კურორტზე ხაშურში. აბასთუმანში თუ არის კაპეზე, აბასთუმანის კაპეზეს ვითხოვ, სუფთა ჰაერზე, ან ბორჯომის”, – თქვა გიგი უგულავამ პროცესის დაწყებამდე.

როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, პროცესზე არაერთ მტკიცებულებას წარადგენენ, რომელიც დაადასტურებს, რომ გიგი უგულავას აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ დაურღვევია. თუმცა, უფლებადამცველი არ გამორიცხავს, სასამართლომ ჯარიმა ან პატიმრობაც გამოიყენოს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში კელაპტრიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება ბოლო ეტაპზეა