“აბასთუმანში, სუფთა ჰაერზე მოკალათებულ სადისტს ყველამ უნდა ვუჩივლოთ საკუთარი მოსახლეობის ქიმიური იარაღით მოწამვლისა და ამოხოცვის მცდელობის გამო” – ქეთი დევდარიანი

“აბასთუმანში, სუფთა ჰაერზე მოკალათებულ სადისტს ყველამ უნდა ვუჩივლოთ საკუთარი მოსახლეობის ქიმიური იარაღით მოწამვლისა და ამოხოცვის მცდელობის გამო”, – ასე ეხმაურება სცენარისტი, ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელშო BBC-ის სტატიას.

“თაიმერი” სცენარისტის “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტე” გამოიყენა. გამოცემა წერს, რომ კანის წვა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ღებინება და სხვა სიმპტომები, რომლებიც თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, შესაძლოა, იმ ნივთიერებით ყოფილიყო გამოწვეული, რომელსაც შეეძლო ფატალური შედეგიც გამოეწვია. საშიში ქიმიური ნივთიერება – კამიტი საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს მისი საშიში ეფექტის გამო. BBC წერს, რომ ნივთიერების დადგენაში მათ მაღალი რანგის ინფორმატორი სპეცრაზმიდან, ექიმები და ექსპერტები დაეხმარა”, – წერს ქეთი დევდარიანი.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: “საინტერესოა, რომ BBC-ზე საერთაშორისო დავას შსს კი არა, “ქართული ოცნება” იწყებს”
შემდეგი სტატიაადვოკატი: “ელისაშვილი იარაღის გამოყენებას არ ცდილობდა”