აბასთუმანში დავით შენგელიას ქვის საამქრო დააყაჩაღეს

„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაცნიით, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში ქვის საამქრო დააყაჩაღეს. თავდამსხმელებმა 6 ათასი ლარი წაიღეს. შემთხვევა გუშინ, ხუთი საათისთვის მოხდა. ქვის საამქრო, „თაიმერის“ ინფორმაციით, დაჯგუფება „ტყის ძმების“ ყოფილ მეთაურ დავით შენეგელიას ეკუთვნის.

როგორც „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამ წუთებში საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ქურთისტანზე განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი – პაატა ბურჭულაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს