“აბაშიშვილისა და მარგველაშვილის დესტრუქციული განცხადებები არ გვაინტერესებს”- პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას შეურაცხყოფად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ გამონათქვამების მიზანია დესტრუქცია.
“რა კომენტარი შეიძლება ამასთან დაკავშირებით გაკეთდეს? რა თქმა უნდა, ეს არის შეურაცხყოფა. იმ ადამიანების გამონათქვამები არ გვაინტერესებს, რომელთა მიზანია დესტრუქცია. ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეები, რომელთაც პრეზიდენტის გუნდი ეწოდებათ. როგორ შეიძლება, მოხელეების კომენტარებთან დაკავშირებით კომენტარი მე გავაკეთო? პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებებზე კომენტარს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა გააკეთებს” – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა”- პროკურორი
შემდეგი სტატიაჩვენთან არიან „იარლიყმიკერებული“ ექსპერტები, რომლებსაც არა მარტო ანალიზი, წაკითხვაც კი არ შეუძლიათ -კობახიძე