აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ გულეიკარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება

აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გულეიკარში 2 კმ-იანი გზა მოასფალტდება.
აღნიშნულ გზაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. პროექტის განხორციელების შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს დაახლოებით 800-მდე მოქალაქე.
ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი შედგა. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და 15 დეკემბრისთვის დასრულდება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 100 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს შეასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინდიკო“.
ასევე ასფალტის საფარი დაიგება ნორიოსა და ზანათის შიდა გზებზე, ქალაქში ცომაიას ქუჩაზე და ქალაქის ცენტრში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს” – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიამალე მივიღებთ უივანიშვილო „ქართულ ოცნებას“ და უხელისუფლებო სახელმწიფოში აღმოვჩნდებით