აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბულვანში 2 კმ-დე გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო.

ბულვანის გზა მოსახლეობას აკავშირებს ქალაქის ცენტრთან, სოფელ პირველი მაისისა და მარნის ცენტრებთან. მნიშვნელოვანია, რომ აქაური მოსახლეობისთვის ეს ერთადერთი გზაა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალამდე.
გზის რებილიტაციის შემდეგ კეთილმოწყობილი გზით სარგებლობს 1300-მდე მოქალაქე.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 130 800 ლარით დაფინანსდა.

აბაშის მუნიციპალიტეტში 2020 წელს პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. გარდა მიმდინარე პროექტებისა, იგეგმება მუნიციპალიტეტის სოფლების გზების სრული რეაბილიტაცია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები ვიხილეთ
შემდეგი სტატიაფოთის მუნიციპალიტეტს ნოემბრიდან განახლებული ავტოპარკი ექნება