აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

მერიის მობილური ჯგუფები შესაბამისი ეკიპირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ.

დღეს სპეციალური ხსნარით დამუშავდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, სავაჭრო ობიექტებთან მისასვლელები.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ყურადღება მივაქციოთ და გავითვალისწინოთ სპეციალისტთა რეკომენდაციები. გავუფრთხილდეთ საკუთარ და ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესს ბოიკოტს უცხადებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: შევქმნით დროებით კოვიდადმინისტრაციას და სწრაფად დავასტაბილურებთ სიტუაციას