აბაშის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მობილურმა ჯგუფებმა ამჯერად სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, აფთიაქებისა და სხვა სავაჭრო ობიექტების შესასვლელები.

მობილური ჯგუფები ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებენ, ისინი მოხალისეებთან ერთად, შესაბამისი ეკიპირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ინტენსიურად ატარებენ.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ყურადღება მივაქციოთ და გავითვალისწინოთ სპეციალისტთა რეკომენდაციები. გავუფრთხილდეთ საკუთარ და ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის შუამდგომლობით, საფრანგეთიდან განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის ექსტრადიცია განხორციელდა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: „ ქართული ოცნება“დღემდე 2012 წელს ებრძვის