აბაშის მუნიციპალიტეტში 2 386 გარე განათება დამონტაჟდა

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე წელს ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში 83 კმ-მდე გარე განათების ქსელი მოეწყო. დამონტაჟდა 2 386 გარე სანათი.
ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ვიზუალურ მხარესთან ერთად ენერგოეფექტურობაა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 587 613 ლარით დაფინანსდა.
პროექტის განხორციელების შემდეგ გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა.
ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების დარჩენილ ქუჩებში გარე განათების მოწყობისთვის მიმდინარეობს პროექტის მომზადება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველასი, მთავრობის, მოქალაქეების, ოპოზიციის, პარტიების საერთო ვალდებულებაა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა