აბაშის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა I-ელი ბაგა და მარნის საბავშვო ბაღი.

სასწავლო პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება გარემონტებულ მაიდნის საბავშვო ბაღშიც.

გამგეობის ინფორმაციით, I-ელ ბაგა ბაღში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწო სველი წეტილები და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სათამაშო მოედანი.

რაც შეეხება მაიდნის საბავშვო ბაღს, ჩატარდა შიდა სარემონტო სამუშაოები ბაღის საკლასო ოთახებსა და სამზარეულოში, ასევე მოხდა 400 კვ.მ. ფართზე ძველი სახურავის დემონტაჟი და მოეწყო ახალი.

ზემოაღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 178 829 ლარით დაფინანსდა.

მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ჩარიცხულია 700, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში 60 აღსაზრდელი. პატარებს სწავლის დაწყება აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელის მ/შ კუკური ლასარეიშვილმა და გამგეობის თანამშრომლებმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე კომპანი GWP-ის ხელმძღვანელობას შეხვდა