აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მობილური ჯგუფები სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება.
დღეს მერიის მობილური ჯგუფების მიერ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა აფთიაქებთან მისასვლელები, ტროტუარები, საბავშვო მოედანი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში იხილავენ მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, COVID-19 -ის გავრცელების პრევენციის მიზნით, განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ეზოების კეთილმწოყობის სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადაგვიკავშირდით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე! – ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას