აბაშიძე რუსული ენის ცენტრზე-კომერციული სავიზო ცენტრი თბილისში რუსული ენის კურსებს ხსნის

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

დღეს დილით, რუსულმა სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ, რია ნოვოსტიმ გაავრცელა გრიგორი კარასინის კომენტარი. მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში კარასინი ამბობს, რომ დეკემბერში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება.

კარასინის თქმით, ახალი ცენტრი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაღრამავებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. კარასინმა, ასევე, განაცხადა, რომ ცენტრის გახსნაზე თბილისში რუსული დელეგაციის ვიზიტი იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ პრეზენტაცია ინციდენტების გარეშე ჩაივლის.

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ცენტრის გახსნას თბილისში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრი აპირებს. აბაშიძის თქმით, ორგანიზაცია კომერციული უწყებაა და ამავე საწყისებზე რუსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნას გეგმავს.

“ესე იგი, საუბრის დროს ბატონმა კარასინმა გააკეთა მოკლე კომენტარი იმის თაობაზე, რომ რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში, რომელიც წარმოადგენს კომერციულ სტრუქტურას და ბოლო ორი წელია გასცემს ვიზებს რუსეთში გასამგზავრებლად, აპირებს გახსნას რუსული ენის კურსები, ასევე, კომერციულ საწყისებზე”, — განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე ამბობს, რომ ცენტრის გახსნის თარიღზე და დელეგაციის ვიზიტის შესახებ საუბარი შეხვედრაზე არ ყოფილა.

“ჩემი პასუხი იყო, რომ მე ეს არ ვიცი და საკითხში გავერკვეოდი. მოდით ეხლა მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ამის გარდა სხვა რამეზე საუბარი არ ყოფილა არც პროგრამაზე, არც დელეგაციებზე და გეგმებზე”, — ამბობს ზურაბ აბაშიძე.

კითხვაზე თუ როგორია ახალ ცენტრთან დაკავშირებით საქართველოს დიპლომატიური უწყების გეგმა, აბაშიძე ამბობს, რომ ვითარებაში ადგილზე, თბილისში უნდა გაერკვეს.

“იყო მხოლოდ ეს მოკლე კომენტარი მისი მხრიდან, რაზეც მე ვუპასუხე, რომ უნდა წავიდე თბილისში და გავერკვე რაზეა საუბარი. ჰიპოთეზებში ეხლა ნუ წავალთ, რაც გიპასუხეთ იმით შემოვიფარგლეთ. ჯერ უნდა ჩამოვიდე თბილისში”, — თქვა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძე 2012 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. სწორედ ამ სტატუსით გრძელდება ორმხრივი შეხვედრები რუსეთთან უკვე მეშვიდე წელია.

წყარო :ტაბულა

banner
წინა სტატიაშიექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე დააყენებენ – კარლ ჰარცელი
შემდეგი სტატია” ჩვენი ინიციატივა გავუგზავნოთ ვენეციის კომისიას, ეუთო-ოდირ-ს და თუ იტყვიან კონსტიტუციურიაო, ესე იგი დამთავრდა ამით ყველაფერი”