აბაშიძე კარასინის მორიგი შეხვედრა – ოფიციალური განსახილველი საკითხები ეკონომიკური ურთიერთობებია

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში – პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას განიხილავს. ეს ოფიციალური განსახილველი საკითხებია, თუმცა ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ კარასინთან შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრებს.

„ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ზოგადად ვიმსჯელებთ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის თაობაზე. ჩვენი ინიციტივით ვაყენებთ ამ საკითხებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, მილიტარიზაცისთან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან, ზოგადად საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი იქნა მხილებული