,,აბაშაში საკრებულოს წევრი უბანზე იმყოფებოდა, როგორც რიგითი ამომრჩეველი, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება”

აბაშაში საკრებულოს წევრი უბანზე იმყოფებოდა, როგორც რიგითი ამომრჩეველი, კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

„გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გადავამოწმეთ ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი და კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ მიჰყვება ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში აბაშის საკრებულოს წევრი ლეონტი ნადარეიშვილი.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია
შემდეგი სტატია„შავი სამყაროს“ წარმომადგენლები, ძმები გულორდავები ზუგდიდში ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას ახდენენ