აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ასფალტის საფარი დაგებულია სოფელ ნორიოში, ილიას ქუჩიდან სოფელ სუჯუნაში, საბაშვილის ბოგირამდე.

აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე ასფალტი არასოდეს ყოფილა, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით, უამინდობის დროს. მოქალაქეები უკვე კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ, აღნიშნული გზა ორ სოფელს აკავშირებს მუნიციპალიტეტის ცენტრთან.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
რამდენიმე დღეში დაიწყება სამიქაო-მაიდნის ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ასევე მოიცავს სოფელ გეზათსა და გულუხეთს.

banner
წინა სტატიაში“რუკა არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს” – რას ამბობდა ივერი მელაშვილი დაკავებამდე 2 დღით ადრე
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე : დავით-გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური ელფერი დაკრავს