აბაშაში მეზობელმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში სავარაუდოდ მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა და მერე თავი მოიკლა. ინფორმაციას ადასტურებს სამიქაოს სოფლის რწმუნებული ზაზა ვეკუა. „შემთხვევა სამი საათის წინ მოხდა. ბიჭიკო არველაძე შევიდა გვერდით მეზობელტან სადაც იმყოფებოდა კიდევ მეზობელი ნუგზარ მიქაძე, სავარაუდოდ ბიჭიკოს მოუვიდა შელაპარაკება ნუგზართან. ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს“,- ამბობს სოფლის რწმუნებული. ვეკუა აცხადებს, რომ გარდაცვლილები 1960 და 1968 წელს დაბადებული, აბაშის მკვიდრები არიან.

მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.მკვლელობის სავარაუდო მიზეზად მეზობლებს შორის შელაპარაკება სახელდება.მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლა გაიხსენება
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა