აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში. სოფელ გაუწყინართან ავტობანზე ორი მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მოტოციკლის მძღოლი კი მძიმედ დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების მიერ წინასწარ დადებული დასკვნით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დამატებითი დეტალების არსებობის შემთხვევაში “თაიმერი” ინფორმაციას განაახლებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჰაერის დაბინძურება წითელ დონეზეა
შემდეგი სტატიაადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება, სავარაუდოდ, სუსმა გადაიბარა