აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია

აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ფიფია იქნება. “თაიმერის” ინფორმაციით, მან უკვე საკარანტინო სივრცე დატოვა და პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” რამდენიმე დღეში შეურთდება.

2008 წელს, სარატოვში „15 ბუტკის“ მფლობელს წალენჯიხის განვითარების პოგრამა არ ჰქონდა, მაგრამ წალენჯიხის მაჟორიტარი გახდა. საუბარია როლანდ ფიფიაზე. ზაზა გოროზიამ გია მებონიასა და გია ხარჩილავას როლანდ ფიფია რატომ ამჯობინა, ამას მოგვიანებით ერთად გავიხსენებთ.
საინტერესოა, საკარნტინო სივცე დატოვებულ “ერთიანი ნაციოალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატს თუ აქვს წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის განვითარების გეგმა თუ ეს ქალაქები ფიფიას, სარატოვის მსგავსად, საკუთარი „ბუტკები“ ჰგონია? როგორც ამბობენ ფიფი  დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას.

მოდით, გავიხსენოთ ინტერვიუს ფრაგმენტი როლანდ ფიფიასთან, რომელიც ჟურალისტმა ნანა ფაჟავამ 2008 წელს ჩაწერა.

როლანდ ფიფია: სარატოვში ვვაჭრობდი, ბუტკები მქონდა, 15 წელია იქ ვმუშაობ. წალენჯიხის განვითარებისათვის კონკრეტული პროგრამა ჯერ არ მაქვს, ყველაფერი დასაწერი და დასახატია, დრო გვანახებს. უფრო მეტს მაშინ გეტყვით, როცა მეცოდინება რითი დავიწყო.”

ოთხი წლის განმავლოაში წალენჯიხელებს ყოფილი მაჭორიტარის დაწერილი, მით უმეტეს , დახატული არაფერი უნახავთ…

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი: ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება საქართველოსთვის, არ დაუშვათ შეცდომა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში ადგილობრივებს შეხვდა