20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

აბას არაღჩი ქუვეითს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირანის ოთხი მოქალაქე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ქუვეითს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირანის ოთხი მოქალაქე, რომლებიც, მისი თქმით, ქუვეითის ხელისუფლებამ სპარსეთის ყურეში დააკავა.

როგორც „სიენენი“ წერს, არაღჩის განმარტებით, ქუვეითმა „უკანონოდ გააჩერა ირანული გემი და სპარსეთის ყურეში ირანის ოთხი მოქალაქე დააკავა“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანი „იტოვებს პასუხის გაცემის უფლებას“.

ქუვეითის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 12 მაისს ხელისუფლებამ დააკავა ოთხი პირი, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი წევრები არიან და ქვეყანაში „მტრული მოქმედებების განხორციელების მიზნით“ შეღწევას ცდილობდნენ“.

ირანმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ოთხივე პირი სანაპირო დაცვის რუტინულ სამუშაოს ასრულებდა და ქუვეითის წყლებში „სანავიგაციო სისტემის გაუმართაობის“ გამო აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაში15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ სხდომას გამართავენ
შემდეგი სტატიაპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა