14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

აბას არაღჩი: პაკისტანის არმიის მეთაურთან განვიხილეთ ძალისხმევა, რომელიც ამერიკასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებას ისახავს მიზნად

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ პაკისტანის არმიის მეთაურთან ერთად განიხილეს ძალისხმევა, რომელიც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, ისლამაბადში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა და მას ისლამურ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ომის დასრულების შესახებ ირანის პოზიცია გააცნო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

აბას არაღჩიმ აღნიშნა მხოლოდ ის, რომ თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში, „ვიდრე შედეგი არ მიიღწევა.“

გარდა ამისა, არაღჩი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს პრემიერ-მინისტრის ოფისში შეხვდა. პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი იშაქ დარი და პაკისტანის არმიის ფელდმარშალ ასიმ მუნირიც ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური: ორი პროგრამის ფარგლებში, ჯამში 26 ბენეფიციარი თანხის ჩარიცხვის მომენტში გარდაცვლილი იყო
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს