5.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

აბას არაღჩი მეზობელ ქვეყნებს ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყნები ირანზე თავდასხმებს ხელს უწყობენ.

„არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც აშშ-ის ძალებს მასპინძლობს და ირანზე თავდასხმების უფლებას აძლევს, ასევე აქტიურად უწყობს ხელს ამ ხოცვა-ჟლეტვას. ამ ქვეყნებმა პოზიციები დაუყოვნებლივ უნდა განმარტონ“, – წერს არაღჩი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი „დაბომბვების“ შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი.

როგორც „სიენენი“ ირანის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, ომის დაწყებიდან ირანში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიაში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატიამთავრობამ 2026 წლის რთველისთვის ყურძნის ფასი დაადგინა