17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

აბას არაღჩი: ლიდერის ოფისზე თავდასხმა უსაფრთხოების სისტემის ხარვეზის გამო მოხდა

ომის დასაწყისში უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის რეზიდენციაზე თავდასხმა “უსაფრთხოების სისტემის გარღვევის” შედეგი იყო. ეს ხარვეზი ირანის სპეცსამსახურებში დღემდე არსებობს,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სპარსულენოვან ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 28 თებერვლის დარტყმა იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ თავდამსხმელებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ ხამენეის განრიგისა და კომპლექსში მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრების შესახებ.

“მათ იცოდნენ, რომ ლიდერი ყოველ დილით ოფისში იმყოფებოდა. როგორც მე მესმის, ორი ან სამი შენობის მოშორებით სამეთაურო ცენტრის შეხვედრაც იმართებოდა და მათ ზუსტად ეს მომენტი შეარჩიეს. იმავე დროს მიმდინარეობდა დაზვერვის სამინისტროს შეხვედრაც. ამრიგად, ლიდერის ოფისზე თავდასხმა უსაფრთხოების სისტემის ხარვეზის გამო მოხდა და ეს ხარვეზი, სავარაუდოდ, დღემდე არსებობს” – განაცხადა არაღჩიმ.

მინისტრის თქმით, 28 თებერვლის დილას, დაახლოებით 9 საათზე, მაღალჩინოსნებთან შეხვედრამდე მან პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გააფრთხილა, რომ ქვეყანაში “ომის ატმოსფერო” იყო. ამ გაფრთხილებიდან მალევე, ისრაელის ძალებმა თეირანის კომპლექსზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს.

“ერთდროული შეხვედრების ჩატარება იმ დღეებში უჩვეულო არ იყო, მაგრამ ის, რომ მტერმა ამ შეხვედრების შესახებ იცოდა, ინფორმაციის გაჟონვის შედეგია, რომელიც, სავარაუდოდ, დღემდე არსებობს” – დასძინა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

28 თებერვალს, აშშ-ისრაელის ერთობლივი საჰაერო დარტყმების შედეგად, აიათოლა ალი ხამენეი და რამდენიმე ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჭიღლაძის მამა: ეს ჩემი შუათანა ვაჟის ქორწილში მოხდა. ამ ქალებმა რომლებიც მესამე სართულზე ბინადრობდნენ, ჩაშალეს მისი ქორწილი
შემდეგი სტატიამოქალაქე: ვიდეოში ჩანს, რა ხდებოდა სინამდვილეში: როგორ ყვირიან ზემოდან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტურისტები, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას სუფრის წევრებს