ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელ X-ზე ისრაელის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თელ-ავივის ინტერესი მუდმივი კონფლიქტია:
„ეს არ არის რიგითი, გენოციდის მომხრე შეშლილის მიერ გაკეთებული ტირადა. ეს არის ისრაელის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის საჯარო პოსტი. თელ-ავივში დაფუძნებული გენოციდური სიკვდილის კულტი საფრთხეს უქმნის მთელ კაცობრიობას. ის ემუქრება ყველა ადამიანს.“
ირანელი დიპლომატის ეს განცხადება მოჰყვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის სკანდალურ პოსტს. ლიბანში ოთხი ისრაელელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, ბენ-გვირმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მთელი ლიბანი უნდა დაიწვას“.
















