16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

აბას არაღჩი: ირანი ღიაა მოლაპარაკებების გასამართად იმ ქვეყნებთან, რომელთაც სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ შესვლა

ირანი ღიაა მოლაპარაკებების გასამართად იმ ქვეყნებთან, რომელთაც სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ შესვლა და რამდენიმე მათგანმა უკვე მოგვმართა.

შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გააკეთა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ირანს დართოს გემებს უფლება გაიარონ ჰორმუზის სრუტეში, არაღჩიმ უპასუხა:

„ჩვენ ღია ვართ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენთან საუბარი მათი გემების უსაფრთხო გავლის შესახებ. მე არ შემიძლია რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ხსენება, მაგრამ ჩვენ მოგვმართა არაერთმა ქვეყანამ, რომელთაც სურთ თავიანთი გემებისთვის უსაფრთხო გასასვლელი“, – განაცხადა არაღჩიმ CBS News-თან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ირანის სამხედროების გადასაწყვეტია.

„ეს ჩვენი სამხედროების გადასაწყვეტია და მათ უკვე გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა ქვეყნის გემების ჯგუფს უსაფრთხოდ გავლის უფლება მისცენ, ამიტომ ჩვენ მათ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, – დასძინა მან.

გარდა ამისა, ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი ამჟამად არ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ან მოლაპარაკებებს აშშ-სთან მიმდინარე ომის ფონზე, თუმცა პირობა დადო, რომ მზად არიან დაიცვან თავი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი: დიალოგის, მოლაპარაკებების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტო: სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ