6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

აბას არაღჩი: ირანი განიხილავს იდეებს, რომლებმაც შესაძლოა, ჰორმუზის სრუტის გახსნის შვიდდღიანი გეგმა უფრო მოკლე ვადებში აამოქმედოს

ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან სამშობლოს დასაცავად, თუმცა ირანი კვლავ აძლევს დიპლომატიას წარმატების მიღწევის შანსს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

არაღჩის თქმით, ირანი განიხილავს იდეებს, რომლებმაც შესაძლოა, უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტის გახსნის შვიდდღიანი გეგმის კიდევ უფრო მოკლე ვადებში განხორციელება და აშშ-თან არსებული დაპირისპირების დასრულება.

„ჩვენ მჭიდრო და მუდმივ კავშირში ვართ შუამავლებთან, რათა განვიხილოთ იდეები, რომლებიც ჩვენი „7-დღიანი გეგმის“ ერთ კვირაზე უფრო მოკლე ვადაში განხორციელებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ხელახალი გახსნა შესაძლოა უფრო სწრაფადაც მოხდეს, ვიდრე ეს ირანის მიერ სექტემბერში წარდგენილი „7-დღიანი გეგმით“ იყო გათვალისწინებული.

კატარის შუამავლობით აშშ-ისთვის გადაცემული წინადადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თეირანის პირობებს მიიღებენ, ის ჰორმუზის სრუტეს ხელახლა გახსნის და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს ერთ კვირაში განაახლებს.

banner
წინა სტატიაშირუსული თავდასხმის შედეგად, დნიპროში 25 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
შემდეგი სტატიაუკრაინამ ორი რუსული Su-34 გაანადგურა