29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

აბას არაღჩი: ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის ომამდელ დონემდე დაბრუნება მთლიანად თეირანზეა დამოკიდებული

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის ომამდელ დონემდე დაბრუნება მთლიანად თეირანზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სრუტესთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოწვევა „დაძაბულობას გაზრდის“. სიტყვით გამოსვლისას არაღჩიმ ლიბანზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-სთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ისრაელს ლიბანიდან გასვლას და დარტყმების შეწყვეტას ავალდებულებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს ინიციატივით მიმართავს და უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნას სთავაზობს.

„უნდა მივაღწიოთ ახალ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს რეგიონის ყველა ქვეყანას და არცერთ ქვეყანას რეგიონის გარედან“ |-ამბობს არაღჩი.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების მომავალს, არამედ იმ საერთაშორისო წესრიგსაც