“ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემისთვის მიმოსვლა სრულად გახსნილად გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, იმ კოორდინირებული მარშრუტით, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ უკვე გამოცხადდა”,_ წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი X-ზე
16 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ ისრაელი და ლიბანი ოფიციალურად დაიწყებენ 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 საათზე) ამოქმედდა. მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა: “როდესაც ისრაელის უდიდესი მეგობარი, პრეზიდენტი ტრამპი, ჩვენთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებს, ისრაელი მასთან თანამშრომლობს“.















