15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

აბას არაღჩი: აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი 100 მილიონი დოლარი დაუჯდა

ირანის საგარეო მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი 100 მილიონი დოლარი დაუჯდა.

,,პენტაგონი ცრუობს. ნეთანიაჰუს აზარტული თამაში აშშ-ს 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ოთხჯერ მეტი, ვიდრე აცხადებენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის არაპირდაპირი ხარჯები გაცილებით მაღალია.

„თითოეული ამერიკული ოჯახის ყოველთვიური გადასახადი 500 დოლარია და სწრაფად იზრდება. „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ ყოველთვის ნიშნავს „ამერიკა უკანასკნელ ადგილზე“, – წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

პენტაგონის მაღალჩინოსანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ირანში ომი, ამ დროისთვის, 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა

banner
წინა სტატიაშიTI – 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ორგანიზაციამ ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 60 შემთხვევა აღნუსხა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნას ეხმაურება