6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

აბას არაღჩი: აშშ-ის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ირანული მხარის „გაზრდილი პესიმიზმი“ გამოიწვია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერების ბოლოდროინდელ დიპლომატიურ მცდელობებთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი.

„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის დროს არაღჩიმ აშშ „უსაფუძვლო მოთხოვნების წაყენებასა და წინააღმდეგობრივ ქმედებებში“ დაადანაშაულა, რამაც მისივე თქმით, შეთანხმების პერსპექტივასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ირანული მხარის „გაზრდილი პესიმიზმი“ გამოიწვია. თუმცა, აბას არაღჩის არ უთქვამს, კონკრეტულად რა ნაბიჯებზე იყო საუბარი.

მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა არაღჩის განუცხადა, რომ თეირანის მხრიდან პესიმიზმი გასაგებია, იმ ფონზე, რომ ირანი მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს თავდასხმისა და აგრესიის სამიზნედ ორჯერ იქცა.

banner
წინა სტატიაში“ოუფენ ნეტმა” ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, კახეთის და თიანეთის სოფლების ინტერნეტიზაციისთვის ტენდერი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაკანცელარიასთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტია