25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

აბას არაღჩი: ამერიკასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

შეერთებულ შტატებთან ამჟამად მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. დიახ, შეტყობინებები შუამავლების მეშვეობით იცვლება , – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არის არა მოლაპარაკება, არამედ შეტყობინებების გაცვლა.

შუამავლები კვლავ ცდილობენ მოლაპარაკებების ხელახლა ჩასატარებლად საფუძვლის შექმნას. ჩვენი აზრით, სანამ ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევები არ შეწყდება და ამერიკა არ აანაზღაურებს მემორანდუმის დარღვევით მიყენებულ ზიანს, მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა არ არსებობს“, – აღნიშნა არაღჩიმ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 5 კომპლექსი და შავ ზღვაში 3 გემი გაანადგურა
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველომ ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ