აბა, თუ გამოიცნობთ, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც კი, რა ზემოქმედებას იქონიებს სტატუსის მიღების შანსებზე? – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას ეხმაურება და წერს, რომ ეს კანდიდატის სტატუსის მიღების ისედაც დაბალ შანსებზე კიდევ უფრო ცუდად აისახება.

მისივე თქმით, არ იქნებოდა დარწმუნებული იმაში, რომ მმართველი გუნდი პარლამენტში 100 ხმის მოგროვებას ვერ შეძლებს.

“აბა, თუ გამოიცნობთ, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც კი (მით უმეტეს, ევროტურნეს საპასუხოდ), რა ზემოქმედებას იქონიებს სტატუსის მიღების შანსებზე (ისედაც დაბალზე)?

ps მაინცდამაინც დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება. მაინცდამაინც თავს ნუ დადებთ ამაზე”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – სალომე ზურაბიშვილი ვიზიტში თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს დამატებითი მტკიცებულებაა, რომ შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას
შემდეგი სტატია“ოცნებამ” პრორუსული გადაწყვეტილება მიიღო, მოვუწოდებთ ყველას, არ შევიდნენ განხილვაში – “ლელო” იმპიჩმენტზე