29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

პაატა დავითაია: რუსეთი ანექსიისთვის სამართლებრივ გზას ამზადებს, საგარეო უწყებამ კი ჟენევაში ვერ იმუშავა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოწოდებას ეხმაურება, რომელიც თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის „ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების“ გაფორმებას ეხება. დავითაიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ კრემლის ეს თავხედური მოთხოვნა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის ნიადაგის მომზადებაა.

პოლიტიკოსის შეფასებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციამ სათანადოდ ვერ იმუშავა და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება სუს-ის იმ დასკვნაზე არ გაამახვილა, რომელიც ანექსიის საფრთხეებს ადასტურებს:

„რუსული მხარე ითხოვს თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ეს არის საფუძველი იმისა, რომ შემდეგში ააწყონ სამართლებრივი გზა, რასაც ქართული მხარე არ თანხმდება… სუს-ის დასკვნაა, რომ მზადდება ანექსია და ამის ავტორია კირიენკო. ამაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება საგარეო საქმეთა სამინისტროს“.

დავითაიამ ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების როლს და აღნიშნა, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიმართ მათი კრიტიკული დამოკიდებულებისა, ისინი ქართული სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობენ.

banner
წინა სტატიაშიგარი გლიტერს არასრულწლოვნის მიმართ 70-იან წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის ახალი ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატია“ვეფხისტყაოსანი”, ჯაყო, ნეიმარი – როგორ ჩაიარა ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ