,,ა ბატონო-ასრულდა თქვენი ქართული ოცნება – назад в СССР !!!” – ბრეგაძე

IRI-ს სოციოლოგიური კვლევის თანახმად მომავალ პარლამენტში კვლავ მხოლოდ ქართული ოცნება,ნაცები,ბოკერია მოხვდებიან,ფასადის შესაქმნელად ალბათ კიდევ ერთ პარტიას შეიყვანენ და მორჩა-ბასტა,დამთავრდა თქვენი არჩევნებიც,დემოკრატიაც,ჭრელი პარლამენტიც !!! უფრო მეტიც-ცის კაბადონზე ამობრწყინებული ახალი პოლიტიკური ვარსკვლავის დიმიტრი ხუნდაძის ინციატივით-პროპორციული არჩევნები საერთოდ გაუქმდება და პარლამენტი ხალხის ძარცვით გამილიონერებული ბანდიტი-მაჟორიტარებით დაკომპლექტება,ამ შემთხვევაში კი ქართულ ოცნებას 99% გარანტირებული აქვს და პარლამენტში მარტო ერთი პარტია იქნება !!! გიხაროდეს ქართველო ერო – თბილისი ფხენიანად გადაიქცევა,მალე სიმღერებს დააზეპირებინებენ ბავშვებს მმართველ პარტიაზე,ლექსებს მიუძღვნიან ძია დიმიტრი ხუნდაძეს და ძია დაჩი ბერაიას,ენზელ მკოიანის ბიუსტებს დადგამენ ყველა სკვერში,კოკა-კოლას რეკლამის ადგილას ოცნების პარტიული ლიდერების ფოტოებს გამოფენენ,იქნება დიადი და წყვდიადი !!! ხომ გინდოდათ ბევრს საბჭოეთში დაბრუნება ??? ხომ გენატრებოდათ 37 მანეთიანი თვითმფრინავის ბილეთები,220 მანეთი ხელფასი,ახალი ვოლგა და ხრუშოვ-ბრეჟნევის ეპოქა ??? ა ბატონო-ასრულდა თქვენი ქართული ოცნება – назад в СССР !!! – წერს სანდრო ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : ეს იყო შეშინებული ივანიშვილის სპექტაკლი, უფრო მეტი ბოქლომის დაჭერა მოუწევთ ხელში
შემდეგი სტატიაშემდგომშიც ასე ვიმოქმედებთ – გახარია აქციის დაშლაზე