მიხეილ გიორგაძე: უკეთესი იქნება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის პრიორიტეტები სწორად განსაზღვროს

კულტურის სამინისტრო ხაშურის მუნიციპალიტეტს მიმართავს, დიმიტრი ყიფიანის სახლმუზეუმის რეაბილიტაციისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოს.

ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმიით, დიმიტრი ყიფიანის სახლმუზეუმი ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია.

„კულტურის სამინისტრომ თავის დროზე გამოყო თანხა პროექტის დასამუშავებლად და კულტურული დაცვის სააგენტომ გააკეთა ეს პროექტი. ვფიქრობ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ხელის გამოშვერის მაგივრად, უკეთესი იქნება, შესაბამისი ბიუჯეტის დაგეგმვისას პრიორიტეტები განსაზღვროს. თუ ეს საკითხი ამდენად მნიშვნელოვანია და არის ნამდვილად, შესაბამისად გაითვალისწინოს თავის ბიუჯეტში”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშისტიქიიდან ერთი წლის შემდეგ თბილისის ზოოპარკი დამთვალიერებლებს ახალი ცხოველებით დახვდება
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე : ხოსე კარერარის კონცერტზე – უცნაურია, ფასიანია კონცერტი – კრიტიკაა, უფასოა -კრიტიკაა