სასამართლოში მაგდა პაპიძის პროცესი ხმაურით დაიწყო

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის პროცესი ხმაურით დაიწყო.

თაიმერის–ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მაგდა პაპიძის დის პროტესტი მანდატურების მიერ ომარ ქაფიაშვილის დედის, ლილი მინდიკაურის სხდომათა დარბაზში შეყვანამ გამოიწვია.

ლანა პაპიძის განცხადებით, დარეჯან მინდიკაური საქმეში მოწმის სტატუსით არის და დარბაზში არ უნდა შეეშვათ, მისი დასწრება პროცესზე კანონით აკრძალულია.

“მე არ მასწრებენ პროცესზე, რადგან მოწმე ვარ. დავლეწავ ყველაფერს, თუ მინდიკაურს არ გამოუშვებენ დარბაზიდან. მინდიკაური მთავარი მოწმეა და მისი დასწრება მით უმეტეს არ შეიძლება”,-განაცხადა ლანა პაპიძემ.

მაგდა პაპიძის პროცესი პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა გაგრძელდეს.

საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ერთი წელი გავიდა საშინელი 13 ივნისიდან
შემდეგი სტატიამანანა კობახიძის ძმას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ სკანდალი გრძელდება