მთავრობა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე იმსჯელებს

მთავრობის სხდომაზე დღეს არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული ახალი განკარგულების კონტრასიგნაციაზე იმსჯელებენ. გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერმინისტრს გადაუგზავნა.

მთავრობის მეთაურმა მას ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს. კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.

პრეზიდენტისა და პრემიერის შეთანხმების საფუძველზე, ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე, 8 ივნისიდან გადადის. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს.

banner
წინა სტატიაში5 მილიონი დოლარი სანომრე ნიშნისთვის
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა: დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.