97 წლის სოხუმელმა არტემ კოპალიანმა მიიღო მონაწილეობა ISHR-IGFM ფილმში «მიამბე ომზე»

მეორე მსოფლიო ომის 75-ს წლისთავთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოებამ (ISHR-IGFM – International Society for Human Rights -Internationale Gesellschaft für Menschenrechte დაარსდა 1972 წ., შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ფრანკფურტი-მაინზე), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გადაიღო ფილმი „მიამბე ომზე“. პროექტში მონაწილეობდნენ ISHR-IGFM გერმანიის, საქართველოს, ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული სექციები. «პროექტი მართლაც უნიკალური გამოვიდა, რადგან მასში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანებმა, რომელთა ასაკი თითქმის 100 წელია»,- განაცხადა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR-IGFM) საქართველოს ეროვნული სექციის პრეზიდენტმა, რელიგიათმცოდნეობის პროფესორმა ავთანდილ დავითაიამ .
ფილმში მონაწილე ვეტერანები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ გაჭირვებასა და ტკივილს გაუძლეს, უამრავი მსხვერპლი ნახეს, მოუწოდებენ ახალგაზრებს არასდროს იომონ, რადგან ომი უბედურებაა და ამიტომ, ყველა პრობლემა მოლაპარაკებითა და შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. ა. დავითაიამ გვაცნობა, რომ ფილმის გადაღება და მონტაჟი მიმდინარეობდა 2020 წლის მეორე ნახევარში, ყოფილი სსრკ 7 ქვეყანაში, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა და მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული მნიშვნელოვანი კონფლიქტებისა(ამ პერიოდში მიმდინარეობდა ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის).
ფილმის გერმანული ვერსია: https://www.youtube.com/watch?v=eSjw-6krP4c&t=190s
ფილმის ინგლისური ვერსია: https://www.youtube.com/watch?v=9O631dfCe5k&t=44s
რუსული ვერსია: https://www.youtube.com/watch?v=NQrQkI_GBGU&t=86s&fbclid=IwAR3wVtedSr8eT33xAcdkbJN-nbyPyCCZLTYmXYRIdP_ILH062FhJtv3sABs
ფილმში „მიამბე ომზე“ საქართველოდან მონაწილეობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სოხუმელი არტემ კოპალიანი, იგი გადაღების მომენტში 97 წლის გახლდათ. „არასდროს მეგონა , მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ მოვესწრებოდი ომს (1992-93 წწ ომს)“ , გულის ტკივილით ამბობს ბატონი არტემი ფილმში. “მოხდა აფხაზეთის ოკუპაცია, დავკარგე ჩემი სახლი, გავხდი იძულებით გადაადგილებული პირი, მე დარწმუნებული ვარ, ომის გარეშე დავიბრუნებთ აფხაზეთს და საქართველოს მშვიდობიანად გავაერთიანებთ“- განაცხადა თბილისში მცხოვრებმა სოხუმელმა არტემ კოპალიანმა. იხ. ფილმის ეს ნაწილი
https://www.youtube.com/watch?v=4scdU5RVXn8&t=5s&fbclid=IwAR0tHkSFDpmTpx7zlPCBixtPXrdLWbOHhwssvElPEQmRx4DWlmNE0LPRyjw
საოცარია ბატონი არტემის შრომისუნარიანობა, მან, მიუხედავად ასაკისა, თავისი ხელით გააშენა თბილისში (ფონიჭალა) ბაღი და სურს დაუტოვოს მომავალ თაობას. ბ-ნი არტემ კოპალიანი მიმართავს ახალგაზრდებს – სწამდეთ უფალი, არასდროს იომონ, შეიყვარონ და დაეხმარონ ერთმანეთს, მაშინ შეძლებენ ახალი უკეთესი მსოფლიოს შექმნას.
ფილმზე მუშაობა დასრულდა 2020 წლის ნოემბერში, დუბლირებულია 3 ენაზე (ინგლისური, გერმანული, რუსული), მისი დემონსტრირება ბოლო ორი თვის განმავლობაში მოხდა 8 ქვეყანაში (გერმანია, საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი) და მოეწყო საჯარო განხილვები. ა.დავითაიამ გვაცნობა, ფილმი ათეულობით ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა სხვასხვა ქვეყანაში, აქვს უამრავი კომენტარი და გაზიარება. «დიდი გამოხმაურება მოყვა ფილმს ახალგაზრდებში, მათ შორის თბილისში მოქმედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ისტორიკოსთა ლიგამ“ სპეციალური კონფერენცია მოაწყო ამ თემაზე. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, ფილმის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან»,-აღნიშნა ა.დავითაიამ.
https://www.facebook.com/National-Section-of-Georgia-of-the-international-Society-for-Human-Rights-100890804916132
ფილმის მიზანია შეახსენოს მსოფლიოს, რომ წარსულის ცოდნის და ანალიზის გარეშე შეუძლებელია აშენო წარმატებული მომავალი.

თენგიზ პაჭკორია

banner
წინა სტატიაშიმეუფე საბა გვარამიას: პრეზერვატივი შენს კაბინეტში მოიკითხე და თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით
შემდეგი სტატიათბილისის მერმა EBRD-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა