95 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

საქართველოს მასშტაბით 95 ეკომიგრანტ ოჯახს ქონება გადაეცემა.როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ქონება პრაქტიკულად მთელს საქართველოშია განლაგებული.

მისივე ინფორმაციით, საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწასა და შენობა-ნაგებობებზე.

„ეს არის წალკა, თეთრიწყარო, ნინოწმინდა, ლაგოდეხი, სიღნაღი, გურჯაანი, ახმეტა, ხონი, მარნეული, თეთრიწყარო. საშუალოდ, გადაცემული ქონება გამოდის 2600 კვადრატული მეტრი მიწა და 40-50 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა. ეს ადამიანები დიდი ხანია, აქ ცხოვრობდენ, მათი პრობლემა დიდი ხანი იყო მოუგვარებელი. ჩვენ მოგვწცა ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა ,შესაბამისად, ეს ქონება მათ დაუსაკუთრდათ“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა, ობამას აშშ-ის ისტორიაში „ყველაზე ცუდი პრეზიდენტი“ უწოდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი : ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, ხელოვნური ჩარევა არ ხდება