94 წლის აირის აპფელი თანატოლებს მინი-კაბებს ჩააცმევს

ამერიკელი კოლექციონერი და დიზაინერი, 94 წლის აირის აპფელი ტანსაცმლის საკუთარი კოლექციის გამოსაშვებად ემზადება. როგორც Harper’s Bazaar-ი წერს, საუბარია 90 წლიდან ასაკის მოდაზე.
ჯერჯერობით, კოლექციის დეტალები არ ვრცელდება, თუმცა, ცნობილია, რომ ხაზში შევა მინი-კაბები, ა-სილუეტის კაბები და პლასტიკის ბიჟუტერია.
ეს აპფელის პირველი მცდელობა არ არის მოდის სამყაროში.
აირის აპფელი ამერიკელი კოლექციონერი და დიზაინერია. მას ცნობადობა მოუტანა გამოფენამ : “იშვიათი ფრინველი: აირის ბარელის რჩეული კოლექციიდან”, რომელიც 2009 წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიუმა თურმანი ცხენიდან ჩამოვარდა და რამდენიმე მოტეხილობა მიიღო
შემდეგი სტატიამერკელი გერმანიისთვის თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე საუბრობს