შსს-მ ხობში უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1949 წელს დაბადებული რუბენ ფ. ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით
ხობში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
„ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“
სისტემის პისტოლეტი, 222 საბრძოლო ვაზნა, 7 მჭიდი, „ეფ-1“-ის ტიპის 2
ხელყუმბარა და 2 ამფეთქი დეტონატორით ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის
მე-2 ნაწილით).

banner
წინა სტატიაში(video) კანონიერი ქურდი კამო მოსკოველი ჰაროინით დააკავეს
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვით იმუქრება