“ფრანგულ მხარეს შევთავაზეთ რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ნოტარიული საკითხი დასრულდეს 20 სექტემბრამდე”

ლევილის მამულის საქართველოსთვის ნოტარიულად გადმოცემის საკითხი 20 სექტემბრამდე გადაწყდება, -ამის შესახებ ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„დღესდღეობით ბურთი არის ფრანგული მხარის მოედანზე და ჩვენ შევთავაზეთ მათ ამ განკარგულების პროექტით, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის ნოტარიული საკითხი დასრულდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე. შენარჩუნებული იქნება მამულის ისტორიულ- კულტურული პროფილი და ასევე სამომავლოდ ჩვენი ხედვით იქ მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია.
მოგეხსენებათ,რომ საქართველოს მთავრობამ გამოყო 107 000 ევრო ლევილის მამულის დიაგნოსტიკური და წინასწარი შეფასების სამუშაოებისთვის, ასევე დაიდო მამულის შემდგომი მოწყობის ხედვა და ჩვენ თანმიმდევრულად ვაწარმოეთ ყველა ის საკითხი, რომელიც იყო აქტუალური, შევუთანხმდით თვითონ პირველი რესპუბლიკის წარმომადგენელთა შვილებს, ოჯახებს და დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მოცემული ეტაპისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მამულის დაბრუნებისათვის.“- განაცხადა გელა დუმბაძემ.

მისივე თქმით, 27-28 მაისს გაიმართება დიასპორის ფორუმი, სადაც პირველი რესპუბლიკის წარმომადგენელთა ოჯახის წევრები არიან მოწვეულნი.

banner
წინა სტატიაში“შევამცირებთ გადასახადებს იმისთვის, რომ ადამიანებს მეტი ხელფასი დარჩეთ”- “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებები
შემდეგი სტატიასომხეთის პარლამენტმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება გადადო