Reuters-ის ინფორმაციით, იტალიელი დიზაინერი, ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ვალენტინო გარავანი დღეს რომში, საკუთარ რეზიდენციაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა“, – წერს დიზაინერის ფონდი „ინსტაგრამზე“.
გამოცემის ინფორმაციით, მას 23 იანვარს, რომში დაკრძალავენ.



















