92 წლის ამერიკელმა შვილი მოკლა – მოხუცებულს თავშესაფარში ცხოვრება არ სურდა

92 წლის ამერიკელმა შვილი მოკლა, იმიტომ რომ ის დედის მოხუცთა თავშესაფარში წაყვანას აპირებდა – პოლიცია ავრცელებს. ანა მეი ბლესინგს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადებით, ანა რამდენიმე დღე ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა მოეკლა შვილი – მოწამვლით თუ ცეცხლსასროლი იარაღით. “შენ მე ცხოვრება წამართვი, მე შენ წაგართმევ” – თქვა მან, როცა პოლიციამ არიზონაში სახლიდან გამოიყვანა, სადაც ის შვილთან და მის მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა. ბლესინგი ამბობს, რომ მკვლელობის შემდეგ ის თავის მოკვლას აპირებდა.
72 წლის ბლესინგის შვილს სურდა, რომ დედა მოხუცთა თავშესაფარში გადასულიყო.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს
შემდეგი სტატიააზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს