91 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი გივი კასრაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მხატვრისა და რეჟისორის გიორგი (გივი) კასრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„გივი კასრაძემ ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა, იგი ქართული ანიმაციური ფილმებისთვის ხატავდა და ყველა ბავშვისათვის საყვარელი არაერთი ანიმაციური პერსონაჟი შექმნა. იყო რეჟისორი ანიმაციური ფილმის: „კომბლე“, ასევე დამდგმელი მხატვარი ანიმაციური ფილმის: „ნიკო და სიკო“, ფილმის: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ და სხვა.

გივი კასრაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: რა მისიით შემოდის პოლიტიკაში ლევან ვასაძე
შემდეგი სტატიაფრიდონ ინჯია ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას შანტაჟს უწოდებს