90-იან წლებში ჩამოყალიბებულ სააქციო საზოგადოებების ნაწილს საჯარო კომპანიის სტატუსი მოეხსნება

ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებული კომპანიების სტატუსის გადახედვას იწყებს. ეროვნულმა ბაკმა ახალი კანონპროექტი უკვე მოამზადა და დაინტერესებულ მხარეებს მის განხილვაში აქტიური მონაწილეობას სთავაზობს.

კანონპროექტი იმ კომპანიებზე ვრცელდება, რომელთა უმრავლესობამ საჯარო კომპანიის (ანგარიშვალდებული საწარმოს) სტატუსი 90-იან წლებში განხორციელებული მასობრივი პრივატიზაციის შედეგად მოიპოვა, თუმცა დღემდე ვერ აკმაყოფილებენ საჯარო კომპანიისთვის განსაზღვრულ სტანდარტებს.

სებ-ის ახალი გეგმის მიხედვით კი, არააქტიური, საზოგადოებრივი ინტერესის არმქონე საწარმოებს ანგარიშვალდებულის სტატუსის მოეხსნებათ.

„გეგმის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც ანგარიშვალდებული საწარმოები პრივატიზაციის შედეგად გახდნენ და , რომლებიც დღეის მდგომარეობით საფონდო ბირჟაზე დაშვებულნი არ არიან, აღარ ჩაითვლებიან საჯარო კომპანიებად, გარდა იმ კომპანიებისა:
– რომლებიც საჯარო კომპანიები გახდნენ შესაბამისი ემისიის პროსპექტის დამტკიცების და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ნორმების დაცვის შედეგად (მათ შორის ისინი, რომლებსაც პროსპექტის დამტკიცებამდე გავლილი ჰქონდათ პრივატიზაციის პროცესი);
– რომლებიც ხვდებიან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველ და მეორე კატეგორიის საწარმოთა ნუსხაში;
– რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში (სავარაუდოდ 6 თვე) მიმართავენ ეროვნულ ბანკს სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ასეთი მიდგომა ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ერთი მხრივ გაათავისუფლოს ზედმეტი საზედამხედველო მოთხოვნებისგან სუბიექტები, რომლებისთვისაც საჯარო სტატუსის შეძენა არ იყო საკუთარი არჩევანი და მეორე მხრივ, დარჩენილ და რეგულირების ქვეშ მყოფ კომპანიებზე განავრცოს ყველა საზედამხედველო მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტებით.

banner
წინა სტატიაში„ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები ჩანასახშივე იყო აღკვეთილი“ – სუს-ის უფროსის მოადგილე
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანის დაკითხვა, სავარაუდოდ, ადვოკატების გარეშე მიმდინარეობს