9 წლის საბას ჩვენი დახმარება სჭირდება

ჩემო უძალიანმაგრესო მეგობრებო,
კიდევ ერთხელ გვჭირდება თქვენი გვერდით დგომა!
თქვენი სიკეთით და თანადგომით საბას ერთხელ უკვე გაუკეთდა ძვლის ტვინის გადანერგვა. ახლა ის მეორე გადანერგვისთვის ემზადება. რომელმაც დიდი შვება შეიძლება მოუტანოს მას. ოპერაციამდე სჭირდება რამოდენიმე პროცედურა რაც 1720 ლარი ჯდება და ოპერაცია 7000 ლარი. ვინც არ იცნობთ, საბა 9 წლის პატარა კაცია. წესით ის მის თანატოლებთან ერთად ეზოში საინტერესო და ფერადი თამაშებით უნდა ერთობოდეს და უხაროდეს ბავშვობა. მიუხედავად მისი განცდების და ყოველდღიური ბრძოლისა, ის მაინც ახერხებს გაახაროს ყოველი ღიმილითა და გამოხედვით მისი გარშემო მყოფები.
ის ძალიან მებრძოლი ბიჭია, ჩაიტარა მრავალი თერაპია და ურთულესი ოპერაცია. ამჟამად ის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება. ბევრი კეთილი ადამიანი და კომპანია დაეხმარა საბას. სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა ძვირადღირებული გამოკვლევებისა და პირველი გადანერგვის თანხის მოგროვება. ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ დაგვიდეგით გვერდში. მე ვიცი ჩემი შვილი ბოლმდე კარგად არ იქნება, მაგრამ ბევრად უკეთესად რომ იქნება ზუსტად ვიცი 🙏
ახლა ყოველი თეთრი, ყოველი ლარი ძალიან მნიშვნელოვანია! მე მჯერა თქვენი! მიხარიხართ და მეიმედებით!

ლიბერთი ბანკი,
ანგარიშის ნომერი: GE90LB0211179104379000,
მულტი სავალუტო GE08LB0288870250215136 (GEL/USD/EUR), SWIFT LBRT, მიმღები: ნინო ნორაკიძე

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას თანხმდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა